ქუთაისში, ახლაგაზრდობის გამზირზე, ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” მეეზოვეებმა დასუფთავების აქციის ფარგლებში მუხრანის ტყე -პარკის კონკრეტული მონაკვეთი დაასუფთავეს. ა(ი)იპ “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე მოსახლეობას მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, მსგავსი დასუფთავების აქციები ინტენსიურად განხორციელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად...









