LIVE TV
პარასკევი, იანვარი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვგეგმავთ ტორპედოს ქალთა გუნდის დაფუძნებასაც – ფაბიო მანინო

დაპოსტა 2020/02/26-ში
109
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის ტორპედო ქალთა გუნდის შექმნას გეგმავს – აღნიშნული და სხვა საინტერესო ინფორმაცია გუნდის იტალიელიმა ინვესტორმა, ფაბიო მანინომ პრესკონფერენციის მსვლელობისას გაავრცელა.

იტალიელი ინვესტორის პირველი ნაბიჯები ტორპედოში – კლუბში რამდენიმე სიახლეა

ფაბიო მანინო: „მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე კვირაა, რაც აქ ვიმყოფები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში კლუბში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. კმაყოფილი ვარ იმ საქმით, რისი გაკეთებაც ამ პერიოდში ყველამ ერთად მოვახერხეთ.

დავიმატეთ ბევრი ახალი ფეხბურთელი. გუშინ ამხანაგურ მატჩს დავესწარი და მიუხედავად იმისა, რომ ახალი გუნდი ვართ და შეთამაშების პრობლემა ჯერ კიდევ გვაქვს, სამწვრთნელო შტაბის მიერ ამ დროში გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. მჯერა, რომ რამდენიმე კვირაში სასურველ ფიზიკურ კონდიციებს მივაღწევთ და გუნდის თამაშიც გაუმჯობესდება. კვირის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალ ფეხბურთელს წარვადგენთ და ამით გუნდის დაკომპლექტება დასრულდება.

არამარტო ეკიპირებას, არამედ ახალ ტორპედოს წარმოგიდგენთ, რომლის მიზანიც მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს.

მაისურები, რომელსაც ახლა ხედავთ, შემდეგი თვიდან ჩვენს საიტზე გაიყიდება. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ვაპირებთ მაღაზიის გახსნასაც, სადაც მაისურებთან ერთად სხვადასხვა აქსესუარებიც გაიყიდება.

კაპას ეკიპირება ყველა ასაკობრივ გუნდს ექნება. ვგეგმავთ სერიოზულ მუშაობას აკადემიის კუთხითაც. აკადემიაში 400-მდე ბავშვი იქნება როგორც იმერეთის, ისე სხვა რეგიონებიდანაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას მიეცეს ის შესაძლებლობები, რომელიც მათ ძველი მენეჯმენტის დროს არ ჰქონდათ.

სტადიონი კლუბის საკუთრებაში არ იმყოფება. წინა შეხვედრაზე ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქის მხრიდან სტადიონისთვის მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა და რომ ისინი იზრუნებენ სტადიონის მოწესრიგებაზე. ჩემთვის არაა ზუსტად ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ვადებში უნდა მოაწესრიგონ მათ სრულად სტადიონი, მაგრამ, როგორც მითხრეს, ეს პროცესი მალე დასრულდება.

მე ვიმყოფებოდი კლუბის სამწვრთნელ ბაზაზე, შევისწავლე ის. სამწუხაროდ, ბაზაზე კარგი პირობები არ არის, სავარჯიშო მოედანიც ცუდ მდგომარეობაშია და ვგეგმავთ მის გამოცვლას. როგორც დაგპირდით, რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ პროექტს, სადაც გაწერილი იქნება ის ყველაფერი, რის გაკეთებასაც ბაზაზე ვაპირებთ.

სხვა ყველაფერთან ერთად, ვგეგმავთ ტორპედოს ქალთა გუნდის დაფუძნებასაც”.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის განახლებამდე 3 დღე რჩება. უშუალოდ ტორპედო პირველ შეხვედრას 1 მარტს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

Setanta.ge

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

დაკავებულ მაღაროელთა დასკვნითი სასამართლო პროცესი 16 იანვარს გაიმართება

იანვარი 15, 2026
40
მთავარი

"მოგესალმებით, მეგობრებო. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 15:00 საათზე, გაიმართება დასკვნითი სასამართლო პროცესი, სადაც სრულიად უდანაშაულო თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე იტყვიან საბოლოო სიტყვებს. ასევე ხვალ უნდა გამოცხადდეს განაჩენი — ხვალ გავიგებთ,...

დაწვრილებითDetails

ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

იანვარი 15, 2026
28
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ წყალტუბოში, ქალაქ ხონში და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობას იწყებს. შესაბამისი ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების...

დაწვრილებითDetails

ბურჭულაძე კობახიძის გამოკითხვას ითხოვს

იანვარი 15, 2026
220
მთავარი

მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: მესიამოვნა, რომ მე მისმენთ და მელაპარაკებით…. გადაწყვიტოთ, ვარ თუ არა დამნაშავე. მოდი, გავერკვეთ ვითარებაში, რას იძიებთ თქვენ, იმას თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს, თუ იმას...

დაწვრილებითDetails

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა

იანვარი 15, 2026
37
მთავარი

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს. „როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 1 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

ერ­თა­დერ­თი შვი­ლი და­კარ­გა ოჯახ­მა – ტრაგედია ჩხოროწყუში

იანვარი 15, 2026
928
მთავარი

ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 21 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, ერთი პირი კი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ზუ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, სა­ვა­ლი გზი­დან გა­და­ვი­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

იანვარი 15, 2026
1.1k
მთავარი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი...

დაწვრილებითDetails

დააკავეს “სფერო ინვესტის” ძებნილი დირექტორი

იანვარი 15, 2026
437
მთავარი

"სფერო ინვესტის" დირექტორი დაკავებულია - გიორგი მურუსიძეს, რომელსაც ძებნილის სტატუსი ჰქონდა, ხელბორკილები იტალიაში, საქართველოს საელჩოში დაადეს. "პირველებმა" გაარკვია, რომ კაცი, რომელსაც ხალხის ფულის მოპარვას ედავებიან, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა და საელჩოში...

დაწვრილებითDetails

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი – The Guardian

იანვარი 15, 2026
46
მთავარი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის...

დაწვრილებითDetails

სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 15, 2026
54
მთავარი

სუს- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

იანვარი 15, 2026
37
მთავარი

აშშ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე - ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ამერიკის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».