LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვარაუდობენ რომ, რუსეთში ბირთვული აფეთქება მოხდა

ვარაუდობენ რომ, რუსეთში ბირთვული აფეთქება მოხდა

დაპოსტა 2019/08/10-ში
A A
711
ნახვა
გაზიარება
8 აგვისტოს რუსეთის არხანგელსკის მხარეში, ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, სულ მცირე, 20–ჯერ მოიმატა. მძლავრდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში ბირთვული კატასტროფაა მომხდარი და კრემლი ამას მალავს.

როგორც უცხოური გამოცემა “The Daily Mail” წერს, აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტი, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული 6 პირი სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს მოსკოვის ბურნასიანის სახელობის ფედერალურ სამედიცინო ბიოფიზიკურ ცენტრში, რომელიც, მათ შორის, რადიაციული დასხივების მკურნალობაზე სპეციალიზდება. ამასთან, 8 აგვისტოს ინციდენტის შედეგად დაღუპულებიც და დაშავებულებიც სპეცტანსაცმელში იყვნენ შემოსილები, ხოლო მოგვიანებით მათი სპეცსამოსი, ისევე, როგორც იმ მედიკოსებისა, რომელთაც დაშავებულებს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, სასწრაფო რეჟიმში გაანადგურეს.

როგორც გამოცემა იუწყება, ქალაქ სევოროდვინსკში, რომელიც პოლიგონიდან დაახლოებით 18 მილში მდებარეობს, რადიაციის დონემ დასაშვებ ზღვარს 20–ჯერ გადაარჭარბა. მოსახლეობა პანიკაშია. საავადმყოფოების ადმინისტრაციამ მათ იოდინის მიღების რეკომენდაციით მიმართა.

ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რუსეთმა თეთრი ზღვის ნაწილი გადაკეტა.

რუსული მედიის ცნობით, თეთრ ზღვაში დვინის ყურის მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია და რეალობა

8 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „რეაქტიული დანადგარის გამოცდისას პოლიგონზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა“.  ამასთან, როგორც უწყება ირწმუნება, ინციდენტის რაიონში რადიაციული ვითარება „ნორმალურად ფასდება“.

თუმცა 8 აგვისტოსვე, ცოტა ხნით ადრე სევეროდვინსკის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ  თავის ვებ-გვერდზე განათავსა ინფორმაცია რადიაქტიული ფონის “ხანმოკლე მატების” შესახებ. ამ დროისთვის ეს ინფორმაცია საიტიდან გამქრალია, თუმცა იძებნება ვებ-არქივში.

ოფიციალურისგან განსხვავებულიინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა რუსულ გამოცემებში დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობის შესახებაც. კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებით, გამოცემა BAZA წერს, რომ «დაღუპულია 2 თუ 3 ადამიანი, დაშავებულია 15».

რას ცდიდნენ პოლიგონზე

ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც “The Daily Mail”-იც ემხრობა, პოლიგონზე ცდიდნენ “ცირკონის” ტიპის ზებგერით რაკეტას – ერთ-ერთს იმ გასაიდუმლოებული იარაღიდან, რომლის შექმნითაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2018 წლის საჯარო გამოსვლისას დასავლეთს ემუქრებოდა.

თუმცა რუსული გამოცემა „ვედომოსტის“ ცნობით, საუბარია სახომალდე რაკეტის ძრავის გამოცდაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო –საზღვაო ფლოტის შეიარაღებაშია წარმოდგენილი.

ამ კონტექსტში ნიშანდობლივი შეიძლება, აღმოჩნდეს ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ინციდენტამდე 4 დღით ადრე ციმბირში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ტყვია–წამლის საწყობში აფეთქება მოხდა.

#09703 საჯარისო ნაწილის საიდუმლო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ უამბო BAZA-ს , რომ დაშავებულებს შორის არიან თავდაცვის მრეწველობის ერთ–ერთი საწარმოს თანამშრომლები და #09703 საჯარისო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეები,

ირკვევა, რომ თავად ეს ნაწილი, როგორც იურიდიული პირი, 2013 წლის ბოლოს ლიკვიდირებულ იქნა და სახელმწიფო რეესტრის მონაცემების თანახმად, დასავლეთ–სამხედრო ოლქის გაერთიანებულ სტრატეგიულ სამეთაურო შტაბს მიუერთეს.

ეს ნაწილი სევეროდვინსკში მდებარეობს,  თუმცა ცდებს სამხედროები დასახლება სოპკას პოლიგონზე ატარებენ. ეს უკანასკნელი მდებარეობს სოფელ ნიონოკსის სიახლოვეს, რომელშიც 8 აგვისტოს ინციდენტი მოხდა.

1990–იან წლებში ნაწილი კავშირგაბმულობის სევეროდვინსკულ სადგურ „ვეგას“ ემსახურებოდა, რომელიც ამჟამად მიტოვებულია, ხოლო სამხედრო ქალაქი აუქციონზეა გაყიდული.

ნაწილის შემადგენლობაში არიან საზღვაო რობოტექნიკის, მოძრავ ობიექტებთან რადიოკავშირის, „სახომალდე, სანაპირო– საარტილერიო დანადგარებისა და მათი აღჭურვილობის“ გამოცდის სპეციალისტები.accentnews.ge

თეგები: აფეთქებაბირთვული აფეთქებარუსეთი
გაზიარება386

დაკავშირებული -პოსტები

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული  ინსპექტირების შედეგად...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
მთავარი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს ერთი შვილი ჰყავდა. „ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML)...

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო – დაკავებულია 51 პირი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

პოლიციამ, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 51 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 11, 2026
0
თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს. „წითელი ნუსხით“ დაცული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"