დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსისა და კოვიდ ინფექციის ერთდროულად თანაარსებობის სეზონზე საუბრობს. გამყრელიძის თქმით, გრიპის და კოვიდინფექციის განსხვავება ლაბორატორიული სინჯის გარეშე ვერ მოხდება.
„უფრო ხშირად, გრიპის ვირუსის აფეთქება ნოემბრის ბოლო კვირას არის. გრიპის კლინიკური სურათი და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია. კლინიკურად გარჩევა რთულია, ერთმანეთისგან გარჩევა ხდება ლაბორატორიულად. გრიპის დროს ცხვირ-ხახაში არის გრიპის ვირუსი აღმოჩენილი, კორონას დროს კოვიდვირუსი.
ეს პირველი სეზონი იქნება, როდესაც გრიპი და კორონავირუსული ინფექცია იქნებიან ერთად. ერთისმხრივ, ეს ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ ურთიერთდამძიმების პოტენციალი შეიძლება ქონდეთ.
ოქტმობრის შუა რიცხვებიდან რისკ-ჯგუფების აცრა დაიწყება გრიპზე“- განაცხადა გამყრელიძემ.