ქუთაისში მწვანე თეატრი იხსენა. დალო მესხიშვილის სახელობის თეატრი გარე სივრცეში ინოვაციურ პროექტს იწყებს. ეს იქნება ადგილი სადაც ქუთაისელები, ბევრ საინტერესო სპექტაკლსა თუ ღონისძიებებს იხილავენ. აქვე ნებისმიერ მოქალაქებს საშუალება ექნება ამ სივრცეში თავისი პირადი იდეა განახორციელოს.
თავად ლადო მესხიშვილი სახელობის თეატრი 160-ე სეზონს 3 ოქტომბერს გახსნის. ახალ სეზონს თეატრი პანდემიის ფონზე გაჩენილი სიახლეებით დაიწყებს და მაყურებელს განსხვავებული ფორმატით შეხვდება.
საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო თეატრებმა მუშაობა 2 მარტს შეწყვიტა. 7 თვიანი პაუზის შემდეგ სექტემბრის ბოლოდან მესხიშვილის თეატრი, მონატრებულ მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს ღია და დახურულ სივრცეში დატკბნენ ახალი პრემიერებითა და ძველი სპექტაკლებით.