2020 წლიდან სარემონტო სამუშაოები დაიწყება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახლემწიფო დრამატულ თეატრში. თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის თქმით პროექტირებაზე მუშაოდა უკვე დაწყებულია, ადგილზე ჩამოსულები იყვნენ სპეციალისტები ლიეტუადან.
„ეს არ იქნება 10 და 20 მილიონი პროექტი, საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი“ – განმარტა თეატრის დირექტორმა.
„ცვლილებას საჭიროებს სცენის ტექნოლოგიები, ხმა, რომლითაც პრაქტიკულად მე-20 საუკუნის მეორე ნახავარში ვართ ჩარჩენილი, განათება მოძველდა და არა საჭიროდ ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს, სკამები, რომლებიც აბსოლუტური დისკომფორტია. მოკლედ სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ 2020 წლიდან, თუმცა კონკრეტულად, რომელი თვიდან ჯერ უცნობია, რადგან ჯერ კიდევ დიდი სამუშაოებია წინ. ტექნიკური დავალებები, პროექტირება და ასე რომ, ერთ-ორ წელიწადში ქალაქს და სახელმწიფოსაც ერთ-ერთი უმაგრესი თეატრი ექნება. გათბობისა და გაგრილების სისტემა კი ერთ-ერთი დიდი აქილევსის ქუსლია თეატრისთვის. პრაქტიკურად სიცივეში მაყურებელს ვერ ვსვამდით დარბაზში. ივლისში კი ახლა, როცა ჯერ კიდევ ვმუშაობთ ძალიან ცოტა სპექტაკლებს ვთამაშობთ. ძალინ ცხელა დარბაზში გვეცოდება მაყურებელი.“ – აღნიშნა სულხან გოგოლაშვილმა.