LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ეს არის ომი უხილავ მტერთან – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/04/01-ში
70
ნახვა
გაზიარება

აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი ორგანიზებულობა, რადგან ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ერთიანობის გარეშე , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ, ჩვენ გვჭირდება პლატო, ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობთ“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვირუსთან ბრძოლაში მთავრობის ძირითადი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯებია მაღალი რანგის პროფესიონალების მაქსიმალური ჩართულობა და სწრაფი, ეფექტური და დროული მენეჯმენტი.

„ეს არის ძირითადი კონცეპტუალური მონახაზი, რომლითაც ბოლო 3 თვეა ვმოქმედებთ და ამ გზით გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით გვყავს 117 ინფიცირებული და 23 გამოჯანმრთელებული პირი, რაც მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვიყოთ მშვიდად და თვითკმაყოფილი. აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი ორგანიზებულობა, ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ეს არის ბრძოლა, ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არც ერთ მთავრობას, საქართველოზე უფრო ძლიერ სისტემურ ქვეყნებშიც, გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ არ გაერთიანდება, ყველა, სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორი, თითოეული მოქალაქე. გამოწვევა ბევრი ყოფილა, ამასაც დავაღწევთ თავს, მთავარია რის ფასად და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ვიპოვოთ ბალანსი. უპირველესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რა ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. უკვე შევდივართ სწრაფი გავრცელების ეტაპზე და აქ ჩვენი ყურადღება კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, ამიტომ გადავდგით იძულებითი ნაბიჯები ე.წ კომენდანტის საათიდან დაწყებული და დავაწესეთ საკმაოდ მძიმე შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში და ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ეკონომიკას. მთავარი შედეგი იქნება ის, კრიზისიდან გამოსვლის პირველივე დღეს, როდესაც სამყარო შეიგრძნობს, რომ ეს ბრძოლა გადალახულია, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკები, აღიდგინონ ის პოზიციები, რომლებიც ჰქონდათ ამ კრიზისში შესვლამდე, საქართველოს შემთხვევაში საუბარია 2020 წლის დასაწყისის ეკონომიკურ პოზიციებზე“, – აღნიშნა პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

16 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თებერვალი 16, 2026
6
ამინდი

16 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელია უჩვეულოდ თბილი და უმეტესად მზიანი ამინდი, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა +25 გრადუსამდეც აიწევს.   ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +25 გრადუსი ბათუმში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა +7 გუდაურში...

დაწვრილებითDetails

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 16, 2026
151
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე იქნებით და ინიციატივის გამოჩენა მოგინდებათ. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები არა ემოციებზე, არამედ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ - შესაძლებელია დაუგეგმავი ხარჯები. პირად ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

გორში მამაკაცი დაჭრეს – რა არის ამ დროისთვის ცნობილი

თებერვალი 15, 2026
188
მთავარი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით...

დაწვრილებითDetails

“დამიკავშირდა არასრულწლოვანები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ გიგას საქმეზე ბრალდებულები” – ეკა კუპატაძე

თებერვალი 14, 2026
447
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ის არასრულწლოვანები (მშობლებიც) დაუკავშირდნენ, ვისაც მისი შვილის საქმეზე დაკავებულები ფიზიკურად უსწორდებოდნენ . ეკა კუპატაძის თქმითვე, ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს, სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი...

დაწვრილებითDetails

“ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია”- “გახარია საქართველოსთვის“

თებერვალი 14, 2026
8
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში. ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს

თებერვალი 14, 2026
383
მთავარი

სამართალდამცველებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს,რომლებმაც „ნიკორა-ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს ცილა, რომელმაც შეიძლება ტვინის დაბერება შეანელოს

თებერვალი 14, 2026
52
მთავარი

ჩვენი ტვინი დანარჩენ სხეულთან ერთად ბერდება და შედეგად, სულ უფრო ნაკლებ ტვინის ახალ უჯრედებს წარმოქმნის. ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკვანძო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შენელდეს ასაკთან დაკავშირებული ტიპური დაქვეითება ნეირონების წარმოებაში....

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში მოხდება სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა უნივერსიტეტებში – მინისტრის განმარტება

თებერვალი 14, 2026
73
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით. მინისტრის თქმით, დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში:...

დაწვრილებითDetails

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – რა უნდა იცოდეთ ზოდიაქოს ნიშნებმა

თებერვალი 14, 2026
172
მთავარი

2026 წლის 17 თებერვალს მზის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლებას მოახდენს. ტრანსფორმაციის ეტაპი იწყება, რომელიც გვაიძულებს, მოძველებულ ურთიერთობებსა და კავშირებს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც მარტიდან ამოქმედდება – დეტალები

თებერვალი 14, 2026
68
მთავარი

2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესი იცვლება. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მთავრობამ გასული წლის ივნისში მიიღო. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასასაქმებლად დასჭირდება: გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება; D1-კატეგორიის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».