LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაციენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები განიხილავენ მათ შორის სახლში მკურნალობასაც

ეს არის ბრძოლა, რომლის ზუსტი პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ, მსოფლიოში არ იცის არავინ – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/04/02-ში
A A
74
ნახვა
გაზიარება

რომ შევადაროთ ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობით იგივეა, რაც საქართველო, ნახავთ, რომ მათ რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს თვენახევრით, ორი თვით დაგვიანებით, ვიდრე საქართველომ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პირველივე ეტაპზე ხელისუფლებამ მოუსმინა პროფესიონალებს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და გააკეთა დასკვნა, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს არსებულ ვითარებაში გააჩნდა, იყო მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

„ჩვენ უბრალოდ, პირველივე ეტაპზე პროფესიონალებს მოვუსმინეთ, მოვუსმინეთ ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს. მივხვდით, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, არის მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც შეზღუდა ფრენები ჩინეთთან, შემდგომ, თანმიმდევრულად ირანიდან და იტალიიდან. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც შეაჩერა სწავლის პროცესი სკოლებში. ასევე ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც დააწესა საყოველთაო თერმოსკრინინგი საზღვრებზე. არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ სახმელეთო საზღვრებზე. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც გამოყო სპეციალური სტაციონარები, რომლებმაც მიიღეს ადამიანები პირველივე ცხელების სიმპტომებით. ეს ყველაფერი კეთდებოდა თანმიმდევრულად და ჩვენ უბრალოდ დროს არ ვკარგავდით, მაგრამ როდესაც ვსაუბრობ ეფექტურობაზე, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ღონისძიებების გატარებაში ვიქნებით უფრო ეფექტურები, ჩვენი ნაბიჯები იქნება ხარისხიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ჩამოფრენის დროს არ ეუბნებოდნენ სიმართლეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე იღებდნენ სპეციალურ პრეპარატებს იმისთვის, რომ ტემპერატურა დაეგდოთ.

„ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გამოფრენის ლოკაციას იცვლიდნენ, რადგან იცოდნენ, რომ თუ ჩამოფრინდებოდნენ რომიდან, კონტროლის ერთი ხარისხი იყო და სხვა ქალაქიდან მეორე ხარისხი. ეს არის ის, რაც ალბათ შეიძლებოდა, უკეთესად გაგვეკეთებინა. ყველამ გავითვალისწინოთ ერთი რამ – ეს არის ბრძოლა, რომლის ზუსტი პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ, მსოფლიოში არ იცის არავინ. დღეს ვერავინ ვერ გეტყვით ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით, ვერ შეგიქმნით მოდელს, რა შეიძლება მოხდეს ხვალ და ზეგ. ეს არის ბრძოლა და გამოწვევა, რომლის მსგავსიც არ გვქონია. რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება ვთქვათ გუშინდელ დღეზე, რომ შეიძლება ვყოფილიყავით ეფექტურები, მაგრამ ეს ყველაფერი პირობითია. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიღებთ სწრაფ ზომებს, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ შედეგი იქნება ისეთი, როგორც ჩვენ დღეს ვგეგმავთ.

როდესაც ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი კომენდატის საათი და კონკრეტული შეზღუდვები მობილობასთან დაკავშრებით, ეს მაინც არ არის სრული გარანტია იმისა, რომ ხვალ ჩვენ ამ ვირუსის გავრცელების გარკვეული მძიმე ციფრები არ გვექნება. დღეს არ არსებობს არცერთი მეცნიერულად და აკადემიურად დამტკიცებული პრაქტიკა, ფორმულა, რა ფორმულითაც შეიძლება ამ პანდემიას ებრძოლო. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ერთად და პასუხისმგებლობა გავინაწილოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

imedinews.ge
გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ
მთავარი

იმერეთში პატარა ემილის გლოვობენ. როგორც ახლობლები წერენ გოგონას გულზე პრობლემები ჰქონდა. მეგა ტვ -ი იზიარებს ოჯახის მწუხარებას. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს აქვეყნებენ:   ჩვენი 6 წლის ნანატრი ანგელოზი...მოფრინდა,გულები აგვივსო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. მეგა ტვ -ის ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?
მთავარი

დედასთან, მეგობართან, საყვარელ ადამიანთან თუ დაქალთან - ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს? სელფი მობაილი ქუთაისში ქსელის გაუმჯობესებას ახალ შეთავაზებებთან ერთად აღნიშნავს. ქუთაისში, სელფის მაღაზიაში ნომრის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 1...

დაწვრილებითDetails

„სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა“ – მევლუდ მელაძე

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
„სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა“ – მევლუდ მელაძე
მთავარი

სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მაგრამ გამკაცრება დამხმარე ღონისძიებაა, მთავარია ცოდნა, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „კვირის პალიტრასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება ერთ დღეში 31 დოლარით დაეცა და 4 509 დოლარით განისაზღვრა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ღირებულება...

დაწვრილებითDetails

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ლევან ახობაძე დააკავეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე გუშინ დააკავა. ლევან...

დაწვრილებითDetails

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადამინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი საფრთხეს უქმნის სოფლის სასაფლაოს და ისტორიულ ეკლესიას. სოფლის მკვიდრის გიორგი ზარქუას თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების...

დაწვრილებითDetails

ცოფზე დაკვირვების მიზნით თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ჯამში 90 ძაღლიდან 14 მოკვდა- რა ხდება გურჯაანში
მთავარი

ცოფზე დაკვირვების მიზნით 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს. მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი. სპეციალისტების მიერ...

დაწვრილებითDetails

„სახლში ნახეს გარდაცვლილი…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
„სახლში ნახეს გარდაცვლილი…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კაცის შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დილით სახლში იპოვეს გარდაცვლილი. „შპს ტრანსსერვისი“,(თბილისის ისნის ბაზრობის) ადმინისტრაცია, დიდი მწუხარებით ემშვიდობება, უსაყვარლეს თანამშრომელს, ზურა ხაჟალიას, ყველას ჩვენი წილი...

დაწვრილებითDetails

სიახლე, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურებისსააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები არაგეგმური პრაქტიკული გამოცდები მხოლოდ შაბათ დღეს ჩატარდება, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოქალაქეები მხოლოდ გეგმური გამოცდით ისარგებლებენ. როგორც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"