საქართვლოს პროფკავშირების გაერთიანებამ, გუშინ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა, რომლის თანახმადაც მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თქმით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დღეის მდგომარეობით, მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში შეადგენს 20 ლარს!
”ამ მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში ბოლოდან მე-4 ადგილზეა. ევროპული ქვეყნების გამოცდილებით, მინიმალური ხელფასი უნდა შეადგენდეს საშუალო ხელფასის არანაკლებ 30%-ს.” – აცხადებენ ისინი.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ კანონის მიღება გავლენას მოახდენს 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია.
”დღეის მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზაში, 320 ლარზე ნაკლები ხელფასი 453 რკინიგზელს აქვს. ეს ადამიანები ჩვენს კომპანიაში, ჩვენს გვერდით მუშაობენ და იმყოფებიან სიღატაკის ზრავრს ქვემოთ!
კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ საჭირო იქნება 30 000 ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის შემუშავების პროცესში და დღეიდან იწყებს პარლამენტში წარსადგენად საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას.
მოგიწოდებთ შემოუერთდეთ ჩვენს ძალისხმევას!
იქნება სოლიდარობა?
ყველაფერი გამოვა!” – აცხადებენ კრინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირში.