LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება

ეროვნული ბანკი ხსნის თუ რატომ მკაცდება სესხების გაცემის წესი

დაპოსტა 2026/09/30-ში
A A
373
ნახვა
გაზიარება

ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესის ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს.

რაც შეეხება თავად ცვლილებების შინაარს, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს.

კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ეს ზღვარი ჯერ 2 000 ლარამდე იზრდება, შემდეგ კი უკვე 2 500 ლარამდე.

„სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით.

შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია.

ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

გაზიარება149

დაკავშირებული -პოსტები

“მიხარია, რომ უწმინდესმა თავიდანვე გამოგირჩიათ, ღვთის შთაგონებით…” მეუფე იაკობი შიო მესამეს

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
ვინც არ უნდა იყოს, მიმტევებლები უნდა ვიყოთ – მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე
მთავარი

შიო მესამე პატრიარქმა ილია მეორემ „ღვთის შთაგონებით თავიდანვე გამოარჩია“ -  მიტროპოლიტმა იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში აღნიშნა. პატრიარქმა მეუფე იაკობი პანაღით დაასაჩუქრა. „მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს დიდი პატრიარქთან,...

დაწვრილებითDetails

” შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ” – მიხეილ ყაველაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

ჩვენ შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ, გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა, ამის უდიდესი მაგალითია წმინდა გიორგი, - ასე მიმართა წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის...

დაწვრილებითDetails

“პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ მისი მცდელობები, შეასუსტოს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, კრახით დასრულდება” – მარკ რუტე

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
“პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ მისი მცდელობები, შეასუსტოს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, კრახით დასრულდება” – მარკ რუტე
მთავარი

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, აუცილებელია უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი მარაგების, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების, მიწოდების უზრუნველყოფა. „ეს უკრაინას დღეს თავდაცვაში ეხმარება, ამავდროულად კი აძლიერებს მის პოზიციებს რუსეთთან...

დაწვრილებითDetails

როგორია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვლავ სტაბილურად მძიმეა
მთავარი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კვლავ კლინიკაში რჩება 3 წლის თაია. ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ...

დაწვრილებითDetails

ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა! – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

პატრიარქი ილია მეორე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა - ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა,...

დაწვრილებითDetails

“ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა! ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის!” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ძალიან ბევრი ჩვენგანი, მრევლი, ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას შიშით უყურებდა, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია იმით, თუ როგორ უძღვება სიბრძნითა და სიყვარულით პატრიარქი შიო მესამე დედაეკლესიას და იმ ურთულესს მისიას,...

დაწვრილებითDetails

” სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა” – შიო მესამე

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
მთავარი

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო...

დაწვრილებითDetails

“სუროგაცია არის დარღვევა” – ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

საღვთისმეტყველო აზრით სუროგაცია არის დარღვევა - ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

” როგორც ჩანს, გადაწყვიტეს სუროგაციის აკრძალვით ეკლესიის სიბრაზე ცოტა მაინც ჩააცხრონ”- ფიქრია ჩიხრაძე

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ინგრევა, ამ ნგრევის დადასტურებაა განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა- ფიქრია ჩიხრაძე
მთავარი

სუროგაციის საკითხის ასე ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა და უმრავლესობის სხდომაზე მოთათბირების შედეგად საკითხის გამოტანა, როგორც აკრძალვის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ძალიან ამორალურია და ამორალურია ქვეტექსტი და კონტექსტი, რომელიც ამ თემის ასე ნაჩქარევად...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 23, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, რეგულაციის შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"