ნამოხვანში ისევ ვერ შეთანხმდნენ, – “ჰესის” პროექტის ინვესტორი კომპანია “ენკას” წარმომადგენლები დილიდან რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებოდნენ, თუმცა წინსვლა ამჯერადაც არ არის – პროექტზე საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.
მოსახლეობა მოლაპარაკებაში აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ დიალოგში ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ჩართული.
“ნამახვანჰესის” დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ არანაირი ძირითადი ობიექტების მშენებლობები არ მოხდება, სანამ დასკვნების დადასტურება ან უარყოფა არ მოხდება.
“მნიშვნელოვანია ეს პროექტი, არამარტო ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ბევრი რამეა ამ პროექტზე დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ ყველა იმ ადამიანთან შევძლებთ საერთო ენის გამონახვას ვისაც აქვს კითხვები. ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო დამოუკიდებლობა, დღეს ეს ყველაფერი კი ამ ხეობაში ამ პროექტზე გადის,”- აღნიშნა ლომინაძემ.
მშენებელი კომპანია “ენკას” წარმომადგენლები პროექტის მოწინააღმდეგე პირებთან შეხვედრას გეგმავენ.










