LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/10/12-ში
81
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა დავთმოთ, განვითარება დავთმოთ, თუ რა დავთმოთ? [ევროკავშირთან ურთიერთობისთვის]. ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები. იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი, ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის. ნებისმიერი – კანონი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა რამ, მზად ვართ დისკუსიისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ იყო რუსული, რასთან დაკავშირებითაც, აშშ-ს და ევროკავშირის მაშინდელმა ელჩებმა „სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოეს“.

„გამოვიდნენ სამარცხვინოდ აშშ-ის მაშინდელი ელჩი, ევროკავშირის მაშინდელი ელჩი და სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოეს ამ კანონის წინააღმდეგ. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ გვჭირდება ჩვენ განმარტების მოსმენა ამ ყველაფერთან დაკავშირებით – რატომ აწარმოეს თავის დროზე ეს კამპანია. ამისთვის არის საჭირო დისკუსია. ან მაგალითად, როცა ვსაუბრობთ კანონზე ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ, იქაც ხომ უნდა აგვიხსნან, რატომ არის არაევროპული ის, რომ არ შეიძლება წავიდეს ვიღაც, სახელად ჯუმბერი და ჩაეწეროს ქალად. ხომ უნდა აგვიხსნან, რომ ეს არის ცუდი. ამიტომ ვითხოვთ დისკუსიას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს იმას, რომ „უნდა წახვიდე და ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს“.

„როგორ არ გვთხოვენ, რას ჰქვია არ გვთხოვენ [იდენტობის დაკარგვას]? იდენტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში. დავიწყოთ ეთნიკური საკითხებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ევროპის ქვეყნებს არის თავსმოხვეული მიგრაცია, რასაც პირდაპირ გადაწყვეტილებების დონეზე ახვევენ თავს. ამან გამოიწვია ეთნიკური მონაცემების რადიკალური ცვლილება. ეს, პირველი ფაქტი, ამიტომ გვინდა დისკუსია, რომ ფაქტებით ვისაუბროთ. მეორე – რელიგიური იდენტობა. უკვე არის არაერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები აცხადებს საკუთარ თავს ქრისტიანად. რაც შეეხება პიროვნულ იდენტობას, ჩვენს მიმართ აქვთ ეს მოთხოვნა, სხვა ქვეყნებს თავი დავანებოთ, რომ შენ უნდა წახვიდე რეესტრში და შენ რომ გქვია რაღაც, რომ ხარ კაცი შეგიძლია ჩაეწერო ქალად, ამას ითხოვენ ჩვენგან. ეს არ არის პიროვნული იდენტობის დაკარგვა? ზეპირი და ზოგადი განცხადებები არის სხვა რამე, მაგრამ ფაქტები არის ის, რომ ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური კუთხით, რელიგიური კუთხით, პიროვნული იდენტობის კუთხით და ეს არის ფაქტები. ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს მაგას, რომ უნდა წახვიდე და ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად.

საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროკავშირი რამდენიმე ათეული წელია შეიქმნა. ჩვენი არჩევანი არის ევროპა. ევროკავშირი არის ინსტიტუციური გამოხატულება, ამიტომ, ისტორიულ არჩევანზე როდესაც ვსაუბრობთ, ისიც სწორად უნდა ითქვას,რომ ევროპა არის ჩვენი არჩევანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი განახლდა – რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

ნოემბერი 25, 2026
0
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ნოემბრიდან ერთი აშშ დოლარი — 2.5919, ევრო — 2.8368, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.3884 ლარი ეღირება. დღეს კი ერთი აშშ დოლარი —...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

მეგა tv -ის ინფორმაციით ქუთაისში, ავტომშენებლის გზაგამტარ ხიდზე ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა . როგორც წყარო გვიყვება არიან დაშავებულებიც. ადგილზე ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დამატებით დეტალებს...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე...

დაწვრილებითDetails

“ევროპარლამენტის დებატები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ თითი დაგვიქნიონ” – ნინო წილოსანი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტის დებატები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ თითი დაგვიქნიონ და მიგვითითონ, რომ არ არსებობს კანონი და სამართალი, მხოლოდ მათი მითითებებით უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო...

დაწვრილებითDetails

“„სინდისის პატიმრებმა“ უნდა ისარგებლონ ყველა შესაძლებლობით, რომ იყვნენ თავისუფლებაზე” – ლევან ბეჟაშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

პაატა ბურჭულაძესთან და სხვებთან მიმართებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი არის ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული ღირებულებებისთვის - ევროპელი პარტნიორები საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“დაწყებულია მუშაობა მაღალმთიანი სოფლების კინჩხის, გორდისა და ძეძილეთის სპეციალური ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხზე” – ხონის მერია

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხები, მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე გამოწვევები და მათი დროული, ეფექტიანი გადაწყვეტის გზები. განსაკუთრებული ყურადღება...

დაწვრილებითDetails

მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი – ლევან მახაშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე. ქართული დელეგაცია მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც ეხება შავ ზღვას,- განაცხადა დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა, რომელმაც PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო...

დაწვრილებითDetails

“„ნაცებმა“ აჩვენეს, რომ არაფერს ინანიებენ” – ლევან მაჭავარიანი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

„ნაცებმა“ აჩვენეს, რომ არაფერს ინანიებენ, რაც ჩადენილი აქვთ - მათ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება რომ ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს, -...

დაწვრილებითDetails

რევაზ ნადარაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას – სანდრო ბარამიძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე წერს. ბარამიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».