„ქართული ოცნები“-ს აქტივისტებმა და მხარდამჭრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტეტსო აქცია მოაწყვეს. მათ პარტიის ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.
„ეს არის საპასუხო რეაქცია მათ ქმედებაზე” – -განაცხადეს აქციზე შეკრებილებმა, იქამდე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისი დააბოქლომეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ეს, არც ამ აქციზე იყო ნაკლები. ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ქართული ოცნების მხარადამჭერები ასევე მათი ოფისის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები. დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიმშვიდის შენარჩუნებას პოლიცია ცდილობდა. აქცია საკმაოდ უხამსი ლექსიკისა და სიძულვილის ენის შემცველი შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
განსაკუთრებით მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა რაც ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გია თევდორაძე გამოჩნდა, მას აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს.