“დღეს ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი ყოველგვარი უცხოური ჩარევებისგან. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო, ქართული სასამართლო. ამას არ ვამბობ შემთხვევით. ქართული სასამართლო – ეს არის ქართული ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს. [მოსამართლეების] აბსოლუტური უმრავლესობა არიან საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მე როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებასა და ქართულ სასამართლო სისტემაში. ეს არის დაუშვებელი…
საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არამარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პირველ ადგილზე არის კანონის უზენაესობის მიხედვით… ჩვენ გვაქვს პრეტენზია, მეგობრებო, და გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო… ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ მოვიწვიოთ უცხოელი მოქალაქეები. ჯერ ერთი, ვინ დასვა, ვინ შეამოწმა მათი კეთილსინდისიერება. საერთოდ თავმოყვარეობა არ გვაქვს დამოუკიდებელს ერს, რომ გარედან არ მოვიწვიოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება?!” -ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი