LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დღეს ბალახვნელობა აღინიშნება

დაპოსტა 2025/05/24-ში
129
ნახვა
გაზიარება

 

სახელწოდება ბალახვანი, სიტყვისგან “ბალახოვანი” – მოდის და მდებარეობას, ბალახოვან ადგილს უკავშირდება. ბალახვანში თითქმის ყველა სახლი ხისგან შენდებოდა, ხოლო გადახურვისთვის, ძირითად შემთხვევაში ყავარს, ანუ ე.წ. გამოხდილ ფიცრებს იყენებდნენ. რაც შეეხება საზოგადოებრივ შენობებს, ძირითადად ქვისა და აგურისგან შენდებოდა. რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება უცნობია, თუმცა დამადასტურებელი ფაქტები, კვლავ შემორჩენილია. ბალახვანში დღემდე არის ძველი ქართული სახლები მოჩუქურთმებული აივნებით, რომლებიც კარგად გამოიყურება გამწვანებული ეზოს ფონზე.

XIX საუკუნის შუა ხანებში დაიწყო ქუჩების კეთილმოწყობაც და ამ დროიდან იწყება უკვე ორ სართულიანი სახლების ქვებითა და აგურით შენებაც. 70-იან წლებიდან დასახლება საკმაოდ ვითარდება. უბნის სწრაფ განვითარებას შეუწყო 1877 წელს რიონ–ქუთაისის რკინიგზის ხაზის გაყვანამ და ქალაქის სამხრეთ საზღვარზე სარკინიგზო სადგურის გახსნამ. ეს უკანასკნელი მოსახლეობის მიზიდვის ახალ ცენტრს წარმოადგენდა და ბალახვანი სწრაფად იქცა, დასახლებულ უბნად. XIX საუკუნის შუა წლებიდან რიონის მარჯვენა მხარის მოსახლეობა გაიზარდა, რომელიც თითქმის გაუტოლდა მარცხენა მხარის მცხოვრებ მოსახლეობას.

ქუთაისის რკინიგზის სადგურს ქალაქის ცენტრთან კიროვის ქუჩა აერთიანებს. ერთკილომეტრიანი მაგისტრალის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შენობები. იქ მდებარეობს პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც აგებულია 900-იანი წლების დასაწყისში ინჟინერ შმიდტის პროექტით.

ცენტრალური მოედნის მახლობლად, აკაკი წერეთლისა და კიროვის ქუჩებს შორის ძველი სახლების აღების შემდეგ წარმოქმნილ მოედანზე უკანასკნელ წლებში აშენდა ორდარბაზიანი კინოთეატრი “საქართველო”.

ბალახვანს უკავშირდება ასევე, პირველი მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა ქუთაისში, რომელიც 1937 წელს უბნის ცენტრალურ ნაწილში აშენდა.

ბალახვანში აშენდა და 1939 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმო საქართველოს სსრ-ში, ქუთაისის ლითოფონის ქარხანა. მისი მშენებლობა 1932 წელს დაიწყო და განაპირობა ძირითადი ნედლეულის, ბარიტის საბადოების სიახლოვემ, რაც მოიპოვებოდა სოფლებში ჟონეთი, მექვენა, ასევე ონის, ცაგერისა და წულუკიძის რაიონებიში. ქუთაისის ლითოფონის ქარხანა ერთადერთი ქარხანა იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში და ის ამარაგებდა საბჭოთა კავშირის ყველა ლაქ-საღებავების ქარხანას მშრალი ლითოფონით, შემდეგ კი ახალი პროდუქტით – მიკრობარიტით.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ქარხანა ამზადებდა სამხედრო დაკვეთებს ამიერკავკასიის ფრონტისათვის. 1945 წელს ქარხანამ დაიწყო სპილენძის შაბიამნის გამოშვება, ასევე დაიწყეს ზეთოვანი საღებავების გამოშვება. 1958 წელს დაიწყო ქარხნის რეკონსტრუქციის სამუშაოები, რომელიც დამთავრდა 1967 წელს. რეკონსტრუქციის შემდეგ იგი კიდევ უფრო გაფართოვდა და აშენდა ახალი, თუთიის საამქრო, ახალი საწყობი ნედლეულისა და გამოშვებული პროდუქციისთვის, გაიზარდა რკინიგზის ჩიხი, აიგო საკუთარი წყალსადენი, ელექტროქვესადგური. ქარხანას შეემატა მიკრობარიტის, ლაქ-ემალების, საზომ-საკონტროლო ხელშეწყობისა და ავტომატიკის ახალი საამქროები. ქარხნის კოლექტივი ხშირად გამოდიოდა გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ქიმიური მრეწველობის საწარმოთა შორის გაშლილ სოციალისტურ შეჯიბრებაში. 1971 წელს ქარხანას კომუნისტური შრომის საწარმოს სახელი მიენიჭა. 1976 წლიდან, ქარხანაში დაიწყო, ასევე ბუნებრივი აირის ათვისება და კიდევ ახალი პროდუქტის – სამუხრუჭე სითხის გამოშვება.

40 წლის მანძილზე ქარხნის მუშა-მოსამსახურეთათვის აშენდა და ექსპლუატაციაში გადაეცა 17 სახლი 39,232 კვ/მ საცხოვრებელი ფართით. 1976 წლიდან მშრომელთა განკარგულებაში იყო კურორტ ქობულეთის გამაჯანსაღებელი ბაზა, სადაც ასეულობით პერსონალი და მათი ოჯახის წევრები ისვენებდნენ. 1943 წლიდან ქარხანასთან გახსნილი იყო და ფუნქციონირებდა საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც ქარხანაში დასაქმებული, ბალახვნელებთა მრავალი ღირსეული თაობა აღიზარდა. სასურსათო პროგრამის განხორციელების გეგმას შესაბამისად ქარხნის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საბოსტნე მიწის ნაკვეთი 6 ჰექტარზე. აქ ყოველწლიურად 15 ტონა სხვადასხვა სახის ბოსტნეული მიეწოდებოდა ქარხნის სასადილოს, რომელიც ერთდროულად 400-მდე თანამშრომელს ემსახურებოდა. 1975 წელს ქარხანაში აშენდა ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული დარბაზი, სადაც ტარდებოდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები.

ქუთაისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ბალახვნის 100 საფეხურიანი კიბე. იშვიათად ვინმემ თუ იცის, რა საიდუმლო იმალება ბალახვნის კიბის ქვემოთ. კიბეზე დღის განმავლობაში მრავალი ადამიანი მოძრაობს. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სამ დარბაზიანი რესტორნის თავზე გადაადგილდებიან. რესტორანი “ლეჩხუმი”, რომელიც უფუნქციოდ არის დარჩენილი, ოთარ ყურაშვილმა 1982 წელს დააარსა.

100 საფეხურიანი კიბე 1951 წელს, საპირველმაისოდ შევიდა ექსპლუატაციაში. მისი ბოლო განახლება 2022 წელს განხორციელდა. კიბის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით მოეწყო ახალი მონოლითური კიბეები, რომელიც შეიმოსება ბაზალტის ფილებით, ხოლო ფასადი ეკლარის ქვით.

კიბის უჯრედებში მოეწყო მოსასვენებელი ადგილები გამწვანებით, განახლდება დეკორატიული ლამპიონები, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემა. 100 – საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სტატიის ავტორი:  ლაშა ცაგარეიშვილი

წყარო: ss.ge

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 17, 2026
1k
მთავარი

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იყო

თებერვალი 17, 2026
56
მთავარი

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი , - ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, განიხილეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება. „ალბათ,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

თებერვალი 17, 2026
720
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის...

დაწვრილებითDetails

კრიმინალური ავტორიტეტი ჯუმათა, ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

თებერვალი 17, 2026
787
მთავარი

ოზურგეთში ტეორორისტული აქტი განხორციელდა – 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში. 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად...

დაწვრილებითDetails

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თებერვალი 17, 2026
78
მთავარი

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.   ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

ბრალდება სრულიად მიუღებელია – ნინო ქადაგიძე-ჟვანია

თებერვალი 17, 2026
172
მთავარი

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თებერვალი 17, 2026
35
მთავარი

🔉 კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში‼️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ℹ️ 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი – რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა

თებერვალი 17, 2026
70
მთავარი

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 17, 2026
544
მთავარი

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ძებნა გამოცხადდა

თებერვალი 17, 2026
139
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».