LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“დღევანდელი დღით შეიკვრება საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან დაიწყო ” – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/10/04-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე. დღევანდელი დღით, გარკვეულწილად, შეიკვრება საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდგომ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიციის კვლევითაც კი, „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა ამ გამარჯვებაში და ის ამ მოცემულობას შეგუებულია“.

„დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა. ყველა მოქალაქის მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთოს. ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენს წარმომადგენლებს. მუნიციპალიტეტები, ყველა კვლევის თანახმად, არიან ის ორგანოები, რომლებსაც ყველაზე დიდი ნდობა აქვთ ჩვენს მოსახლეობაში. ჩვენი მუნიციპალიტეტები, მერები, საკრებულოს წევრები, არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კონტაქტზე არიან მოქალაქეებთან. იციან, მათი ყველა წუხილი, ყველა სიხარული. ასე რომ, დღეს შესაძლებლობა არის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი წარმომადგენლები აირჩიონ. დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე. დღევანდელი დღით, გარკვეულწილად, შეიკვრება საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო. ჩვენ შარშან პარლამენტი ავირჩიეთ, ავირჩიეთ პრეზიდენტი. ახლა ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს. ამით არჩევითი ორგანოები სრულად დაკომპლექტდება და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ ხალხის მანდატის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციებით იმუშაოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე.

რაც შეეხება დღევანდელ მოლოდინებს, თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის კვლევითაც კი, „ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო ამ გამარჯვებაში. მათივე კვლევით, კახა კალაძეს 60%-ს მეტი მხარდაჭერა აქვს. ასე რომ, თავადაც იცის ოპოზიციამ და შეგუებულია ამ მოცემულობას. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი საარჩევნო მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება და საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას მათი ოპოზიციური მანდატების მოპოვების მხრივ.

თავისთავად, რადიკალურმა ოპოზიციამ თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი. შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ ზურგი ექციათ დემოკრატიისთვის, წასულიყვნენ რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის გზით, როგორც მათ გარედან დაავალეს. ახლა იმკიან იმ შედეგებს, რაც შარშან საკუთარი რადიკალიზაციით მოახდინეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმითვე, ვინც თავს „დემოკრატიული საქართველოს შვილად თვლის, დღეს ადგილობრივ არჩევნებზე მიდის“.

„დღეს ყველა პატრიოტის ადგილი არის საარჩევნო უბანზე. ის, ვინც თავს თვლის დემოკრატიული საქართველოს შვილად, დღეს მიდის ადგილობრივ არჩევნებზე. არჩევნები და მხოლოდ არჩევნები არის ის, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლით. ეს არის ერთადერთი საშუალება სახელმწიფო მანდატის მიცემისა. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები ამ შესაძლებლობას აქტიურად გამოიყენებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე
მთავარი

მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 24News.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად მძღოლებმა და მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

“მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც...

დაწვრილებითDetails

დღეს როგორი არჩევნებია, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს, გაგიჟებულხართ ხალხო! -ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

კი, არჩევნები არის ჩვენი საქმე, მაგრამ დღეს როგორი არჩევნებია, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს და ეს თუ არის სადისკუსიო, გაგიჟებულხართ ხალხო! არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში ვიხილეთ რევოლუციის 5 მცდელობა”-ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ” – კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა....

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010...

დაწვრილებითDetails

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია
მთავარი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური,...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა – როგორია ფასები დღეს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

ზოგიერთ ბენზინგასამართზე დიზელი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, 4 აპრილიდან დღემდე ზრდა 14 თეთრამდეა. შედეგად, 9 მარტიდან დღემდე დიზელის საწვავი მაქსიმუმ 94 თეთრით გაძვირდა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დიზელის ფასი სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოს ბირჟებზე და საქართველოში ოქროს ფასი შემცირდა, თუმცა ფასის ცვლილება მინიმალურია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 784 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
მთავარი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"