საქართველოს მთავრობა საკონდიტრო “დონას”, სასტუმრო “ოაზისისა” და რესტორან “მრავალჟამიერის” სტუმრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აფრთხილებს და უფასო PCR ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
თუ 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდით ბათუმის საკონდიტრო/კაფე “დონა”-ში, 30-31 აგვისტოს კი სასტუმრო “ოაზის”-ში, ან 29 აგვისტოს ქორწილში რესტორან “მრავალჟამიერში”, გთხოვთ, ჩაიტაროთ COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირება უახლოეს სადიაგნოსტიკო ცენტრში, – წერია სამთავრობო შეტყობინებაში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.