დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს და ეუბნებიან, რომ სამსახურში გავიდნენ.
მან მოუწოდა თვითიზოლაციაშ მყოფ პირებს მოერიდონ კონტაქტს ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, პოლიციის დახმარებით უკვე 10-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი კარანტინში, ვინც არღვევდა თვიიზოლაციის წესებს.