უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკინ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პუტინის უახლოესი მეგობრის, ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო დადო, სადაც მედვედჩუკს ხელბორკილი ადევს.
პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადებით:
დაკავებულია პუტინის უახლოესი მეგობარი, მილიარდერი ვიქტორ მედვედჩუკი
“სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყალობით ჩატარდა. კარგად გააკეთე! დეტალები მოგვიანებით.” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალურ ტელეგრამ არხზე და პრორუსული ორიენტაციის მქონე უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ჩანს, უკრაინამ მედვედჩუკი დააკავა.
იგი ეჭვმიტანილია ყირიმში ეროვნული რესურსების ღალატსა და გაფლანგვაში, ასევე, 2014 წლის ბოლოს – 2015 წლის დასაწყისში, დონბასიდან 200 მილიონ გრივნაზე მეტი ოდენობით (დაახლოებით 7,6 მილიონი დოლარი) ნახშირის მიწოდებაში. ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
27 თებერვალს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.