უკრაინაში ქართველების ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს, რომელსაც ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა ხელმძღვანელობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა glavpost.com-ის ცნობით, ქართველების ეს დაჯგუფება მხილებულია გამოძალვისა და ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდში.
სპეცოპერაცია სეგედსკაიას ქუჩაზე ჩატარდა, რისი ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო.
აღსანიშნავია, რომ დაჯგუფების ხელმძღვანელი, ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა ბოლო წლებში უკრაინიდან ორჯერ გააძევეს – 2013 და 2017 წლებში.
კრიმინალურ წრეებში ლევან მირცხულავას „პუჭურას“ მეტსახელით იცნობენ და როგორც უკრაინული მედია წერს, ის „კანონიერ ქურდად“ 2013 წელს თურქეთში „დააგვირგვინეს“.]
primetime.ge