მესტიის მინიციპალიტეტში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა – გადაწყვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი უკავშირდება სვანეთის რეგიონს, სადაც კორონავირუსი 17 პაციენტს დაუდასტურდა.