LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი – რას წერს გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გიო შაქარაშვილის ბიძის სტატუსი -,,საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართლიანობის განცდაზე დიდი მტერი არ ჰყავს”

დაპოსტა 2020/07/09-ში
A A
249
ნახვა
გაზიარება

ორი დღის წინ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა. სადაც გიორგის ოჯახის პოზიციას და საქმისადმი მის დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი. ასევე, აღნიშნა, რომ მოწმეებს აქვს ბოლო შანსი თქვან სიმართლე, თორებმ ,,მეტი შანსი აღარ იქნება” :

,,გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმე დღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა.
ყველაზე მთავარი, რაც გიორგის არყოფნამ გვასწავლა არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართლიანობის განცდაზე დიდ მტერი არ ჰყავს და იგივე ნაწილი საზოგადოებისა შემდგომ მთელი სერიოზულობით მსჯელობს „ძალადობის აღმოფხვრაზე“.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, რომლითაც არ მისცა საშულება ათასი ჯურის ავანტიურისტს ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად.
რაც შეეხება სამართლებრივ და ფაქტობრივ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვიღაც ცდილობს ახალი „სკანდალის“ იმიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანთა ჯგუფები აწარმოებენ კარიკატურულ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ არასერიოზულობას ჰყავს მაყურებელიც და დამჯერებილიც, ამით არაფერი იცვლება. ვართ იმ წერტილში, სადაც ვართ და გვაქვს ის პესრსპექტივა, რომელსაც გარდაცვალების დღიდან ვაფიქსირებთ.

  ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი, როცა უნდა გავიგოთ სიმართლე-რატომ მოგვიკლეს ახალგაზრდა, უდანაშაულო შვილი. ათასჯერ ვთქვი და კვლავაც გიმეორებ, რომ სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ. თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელბული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!

  ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში (უკვე მეორედ მირეკავს გიორგის ატირებული დედა და მეკითხება: “რა დავუშავეთ ამ ხალხს, რატომ გვკლავენ ასე დაუნდობლად თავისი უპასუხისმგელობის გამოვო”, რა ვუპასუხო?!), მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგისთან ჰქონდათ ბოლო შემხებლობა-გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე, მეტი შანსი აღარ იქნება!

   უღრმესი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამართალდამცავს, მეგობარს, ნაცნობს და უბრალოდ გულშემატკივარს, რომელთა თანადგომა გვასულდგმულებს დღემდე, არ იდარდოთ ჩემს გამო, მე სიმართლის გარდა არასოდეს არაფერი არ მაინტერესებს!”-წერს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე. 

გაზიარება101

დაკავშირებული -პოსტები

“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში,  35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა...

დაწვრილებითDetails

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და საოჯახო საქმეებისთვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს. კურო კარგი დროა, მგზავრობის დასაგეგმად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 30 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6920, ევრო  – 3.1499, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6358 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მგზავრი ცოცხალია, მას მატარებელი არ შეხებია. მის ამოსაყვანად ძაბვა დროებით გამორთეს. მათივე ცნობით, მომხდარის გამო, მოძრაობა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"