საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი მატჩი მოიგო ესპანურმა „ტენერიფემ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდი გიორგი შერმადინი იცავს.
გიორგი და მისი გუნდი ამჯერად თურქეთს ესტუმრნენ და “გაზიანთეფი” 88:65 დაამარცხეს.
შერმადინის წინამძღოლობით ტენერიფელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, 20:14 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ანგარიშში სხვაობას თანდათან ზრდიდნენ.
ესპანელთა ასეთი უპირატესობის ფონზე მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ცენტრი ზედმეტად არ დატვირთა და მხოლოდ 21 წუთი ათამაშა, თუმცა აღნიშნულ დროში მან მოასწრო და მატჩის MVP გახდა. მის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 27. ესპანეურ კლუბს 10 მოგება, 2 წაგება აქვს და თავის ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს მაიკლ დიქსონის (ვინც ერთ დროს საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა) “ნიმბურკთან” იყოფს. ტენერიფე მომდევნო მატჩს 28 იანვარს შინ, ლატვიურ “ვეფ რიგასთან” გამართავს.
youtube.com/watch?v=lq3fi15W7fw&feature=emb_logo