LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაციენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები განიხილავენ მათ შორის სახლში მკურნალობასაც

გიორგი გახარია – ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა

დაპოსტა 2020/03/28-ში
A A
103
ნახვა
გაზიარება

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, – სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

კლინიკას, რომელიც ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატები გადაეცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ.  ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭირო აპარატურით და საწოლებით საავადმყოფოს აღჭურვა რამდენიმე დღეში დასრულდება.

„ეს არის მრავალფუნქციური საავადმყოფო საკმაოდ  სერიოზული შესაძლებლობებით. ის დღემდე გაშვებული არ იყო და ვინაიდან დღეს გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ნახეთ რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში კლინიკა შეძლებს, მოემსახუროს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე რეგიონში იფუნქციონირებს საკარანტინე ზონები. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ ეს ყველაფერი. მოვუწოდებ რეგიონის მკვიდრ თითოეულ მედიკოსს და ექიმს – სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ.  ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციაზე. ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს ფუნქციონირებას აქვს სხვა ძალიან სერიოზული დატვირთვაც. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თითოეულ მოქალაქეს მივეხმარებით. აქ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი. ყველა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს და დასჭირდება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას მიიღებს. ვისაც სჭირდება საკარანტინე ზონა, საკარანტინე ზონას მიიღებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს არის ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი ფუნქცია და მისია”, – აღნიშნა პრემიერმა.

სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.

მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე.   რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.

კორონავირუსისგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით და ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევით, მთელი საქართველოს მასშტაბით  კლინიკების მომზადება აქტიურად მიმდინარეობს.

თეგები: გიორგი გახარიაოკუპირებული რეგიონები
გაზიარება41

დაკავშირებული -პოსტები

“2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
მთავარი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ევროკავშირი თანახმა არის რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინისთვის გამოიყენოს
მთავარი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებაში მათი როლის გამო სანქციები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას დაუწესა. სანქციების...

დაწვრილებითDetails

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა
მთავარი

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სწორედ თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და ადამიანის ღირსების დაცვა...

დაწვრილებითDetails

” არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი” – ნიკა გვარამია მოსამართლეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
” არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი” – ნიკა გვარამია მოსამართლეს
მთავარი

იგივეს რატომ არ ვამბობ, ახლა, სალომე ზურაბიშვილზე, თუ რა უნდა ვთქვა? არ ვფიქრობ ასე და იმიტომ არ ვამბობ. ასევე, მგონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მისმა პოლიტიკურმა ფიგურამაც , - ასე უპასუხა...

დაწვრილებითDetails

“„ნაცმოძრაობა” სააკაშვილს ემიჯნება” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
” „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ” – არჩილ გორდულაძე
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, ელენე ხოშტარიას, გვარამიასა და მელიას „ახალი“ ემიჯნება, ვნახეთ, ასევე, რომ თურმე „ლელოსთან“ ალეკო ელისაშვილი არაფერ შუაში ყოფილა, ბოლო ჯამში, შეიძლება,ა იქამდე მივიდეს საქმე, რომ გახარიას...

დაწვრილებითDetails

“გაბუტული ბავშვივით მოქცევა და საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატებისგან იზოლირება სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ევროპულ მომავალს” – გიორგი გახარია

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დაკავშირებადობის მინისტერიალს, უბრალოდ არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო კი არ არის - ის რეალურად ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს ინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი,...

დაწვრილებითDetails

“ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი” – ირაკლი ღარიბაშილის ადვოკატი

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

გარწმუნებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი ფაქტზეც და მის წერილებში მითითებულ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებითაც, ამიტომაც ითხოვს ის, ჩატარდეს კვალიფიციური გამოძიება, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სამტრედიაში ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში) და...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი, მათ შორის, სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"