LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო – მეუფე იაკობი

გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო – მეუფე იაკობი

დაპოსტა 2019/10/26-ში
A A
172
ნახვა
გაზიარება

გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს(მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

მისივე თქმით, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

მეუფე იაკობის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შედგა.

„კვირიკაშვილის დროს დამიძახეს შეხვედრაზე. კვირიკაშვილი იყო, ვახო გომელაური იყო და ცოტა დაგვიანებით მოვიდა გახარია. „მეჩალიჩებოდნენ“, ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე მაგათ ვუთხარი: ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ მეთქი.

პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე – მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მეუფე პეტრეს კვირიკაშვილი არ შეხვდა, შეხვდნენ გახარია და გომელაური. ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა.

მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ის პატრიარქთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არიან წმინდა სინოდში ის ადამიანები, რომლებთანაც ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობას ცდილობენ, მეუფე იაკობმა უპასუხა, რომ ყველასთან, თუმცა მასთან არა, რადგან მას ყველა „კიდია“.„პირდაპირ გეტყვით, მათთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ. მე მაგას არ დავუშვებ. ვინც დავასახელე, ყველაზე შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, ყველას ძალიან გადავუვლი თავზე. რომ ჰგონია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელია…დღევანდელი ხელისუფლება ვისთან მოქმედებს, იმის დოკუმენტებიც მაქვს. ვისაც საგინებელი აქვს, არამარტო ვაგინებ, დედებს მოვუკითხავ ყველას. ყველასთან ცდილობენ თანამშრომლობას. ჩემთან ვერ ეცდებიან იმიტომ, რომ მაპატიეთ და მკიდია, ბიძინათი დაწყებული, ყველათი დამთავრებული,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

თეგები: გახარიაგომელაურიილია მეორეკვირიკაშვილიმეუფე იაკობიპატრიარქი
გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა -  ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, 43 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ, ციფრული პლატფორმა ekalata ამოქმედდა.

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ, ციფრული პლატფორმა ekalata ამოქმედდა.
მთავარი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი – www.ekalata.gov.ge წარადგინა. როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „28 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მრავალშვილიან დედათა ანსამბლ „იავნანას“ მიერ წარმოდგენილი იქნება...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა – დეტალები
მთავარი

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს მიმართავს: „გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ...

დაწვრილებითDetails

„სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – ომბუცმენი

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა-სახალხო დამცველი
მთავარი

2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომეპიც 15 წუთიანი ოპერაციის შემდეგ კომაში იმყოფებოდა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომეპიც 15 წუთიანი ოპერაციის შემდეგ კომაში იმყოფებოდა
მთავარი

35 წლის ნინი მუჯირი, რომელიც 15-წუთიანი პროცედურის შედეგად დამძიმდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ქალი რამდენიმე თვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახლობლების ინფორმაციით, ნინი მუჯირმა საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაცია...

დაწვრილებითDetails

19 წლის სტუდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 წლის გოგო, რომელიც მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში 12 დღე მკურნალობდა, გარდაიცვალა. ლამია ალახვერდიევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრია. უბედური შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლში სოფელ თულარში მოხდა. არსებული...

დაწვრილებითDetails

20 წლის სტუდენტი გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად 20 წლის ლამია ალახვერდიევი დაიღუპა | სამძიმრის წერილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ავრცელებს. "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერებათა და ხელოვნების...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
მამაკაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივებმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, რომ რამაზ ძმანაშვილი ახლად შეძენილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბალახებში არსებული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"