LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა (+ფოტო)

გზად ცეცხლს უკიდებდნენ ქართველთა სახლებს, ხვრეტდნენ მშვიდობიან მოსახლეობას – 27 სექტემბრის შტურმის მონაწილე კაკი გასვიანი

დაპოსტა 2019/09/27-ში
A A
279
ნახვა
გაზიარება

1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე, მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი საუბრობს:

“ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნდობა არ შეიძლებოდა (3 სექტემბრის პრეცედენტი ხომ გვქონდა). ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით, თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. ჯერ კიდევ 9 სექტემბერს, მან, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ძალოვანი სტრუქტურების თათბირზე გამომიძახა და მიბრძანა: – დღეიდან, ძალოვანი სტრუქტურების კურირებას თქვენ გასწევთ, სოხუმის დასაცავად მზად უნდა ვიყოთო. მისი ინიციატივით, კონსპირაციულად დავიწყეთ ქალაქის მე-2 და მე-3 თავდაცვითი რგოლების გამაგრება. სახელდახელოდ შევაგროვეთ ავტომატები.

16 სექტემბერს ბატონი ჟიული თბილისში გახლდათ. სასწრაფოდ ვაცნობე ქალაქში შექმნილი ვითარების შესახებ. საღამოსვე სოხუმში ჩამოფრინდა. დაიწყო სადღეღამისო მორიგეობა. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები… ვისი ბრძანებით? – დღესაც უცნობია(!). შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთანაც გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო.

მდგომარეობა გართულდა. ზედიზედ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში. 17 სექტემბერს, დილის 9 საათზე, მინისტრთა საბჭოში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მესაუბრა. წასვლისას მითხრა: “მინისტრთა საბჭომ უნდა იმუშაოს, დაცვას გავაძლიერებთ დამატებითი ძალებით”. ათიოდე წუთში გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, 32 “ავღანელი” მოვიდა დასახმარებლად და სართულებზე განაწილდნენ. ათის ნახევარზე ჟიული შარტავაც მოვიდა და 11 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნულიო, გვითხრა.

მალე შემოგვიერთდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია, სამდივნოს თანამშრომლები: არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, მიშა კოკაია, მრეწველობის მინისტრი რაულ ეშბა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პრესსამსახურის უფროსი საშა ბერულავა.

დაბომბვა კვლავ განახლდა. გუმისთაზე ფრონტის ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. გზად ცეცხლს უკიდებდნენ ქართველთა სახლებს, ხვრეტდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდა… ტელეფონის ზარზე, დაეტოვებინა თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას, უკვე კატეგორიულად ვპასუხობდით – სასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ ურიცხვ მტერთან გამკლავება გაჭირდა. სამხედრო ოპერაციას პროფესიონალის ხელი ეტყობოდა, კარგად იყვნენ გაწვრთნილი ქუჩის ბრძოლებისთვის (ომის დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი, რომ სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა)”.

თეგები: 27 სექტემბერიაფხაზეთისოხუმისოხუმის დაცემა
გაზიარება127

დაკავშირებული -პოსტები

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული  ინსპექტირების შედეგად...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
მთავარი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს ერთი შვილი ჰყავდა. „ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML)...

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო – დაკავებულია 51 პირი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

პოლიციამ, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 51 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 11, 2026
0
თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს. „წითელი ნუსხით“ დაცული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"