ქუთაისში გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი მამაკაცი. გრძელდება გამოძიება.
გაუპატიურების მიზნით ქალს ქუთაისში, წუხელ ღამით ხარებავას ქუჩაზე თავს დაესხნენ. გავრცელდა ინფორმაცია რომ თავდასხმაში რამდენიმე მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი არ დაადასტურა. მათივე თქმით დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.