კითხვაზე რამდენად ხშირად გიწევთ სახლიდან გასვლა მოსახლეობის უმეტესობა, 30% ამბობს რომ 2-3 დღეში ერთხელ – ამის შესახებ პიარ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაშია “კორონა ვირუსი (Covid19), მთავრობის საქმიანობის შეფასება და საზოგადოების მოლოდინები” ნათქვამი.
კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 26,6% სახლიდან იშვითად გადის, 26,5% სახლიდან გასვლა ყოველ დღე უწევს, 16,1% კი სახლიდან კვირაში ერთხელ გადის.
ონლაინ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 814 რესპოდენტმა. გამოკითხვა მიმდინარეობდა 10-15 აპრილის განმავლობაში. გამოკითხვა ჩატარდა google forms საშუალებით. მონაცემები შეწონილია საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების შესაბამისად სქესობრივ-ასაკობრივი ჭრილის მიხედვით.