გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მალის პრეზიდენტის იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტას და ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების დაპატიმრება დაგმო.
მან მალიში ამბოხებულ ჯარისკაცებს მოუწოდა, ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
“გენერალური მდივანი მოუწოდებს დაუყოვნებლივ აღადგინონ კონსტიტუციური წესრიგი და კანონის უზენაესობა მალიში”, – აღნიშნულია პრესსპიკერის განცხადებაში.
ცნობისთვის, ამბოხებულმა სამხედროებმა მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა დააპატიმრეს. CNN-ის ინფორმაცით, ასევე დაკავებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სხვა წევრები.
აფრიკის კავშირის თავმჯდომარემ მუსა ფაკი მაჰამადმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ ის გმობს აღნიშნულ ქმედებას.
”მე მკაცრად ვგმობ პრეზიდენტის იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტას, პრემიერ-მინისტრისა და მალის მთავრობის სხვა წევრების დაპატიმრებას და მოვუწოდებ მათ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ,” – წერს მუსა ფაკი მაჰამადი.