“ისეთი ბოროტებაა საბავშვო ბაღის ღვარცოფული მდინარის ჭალაში მშენებლობა, ვერ მოვითმინე, გზიდან დავბრუნდი და ონის მუნიციპალიტეტს მივაკითხე. სოფელი ღარი ონს ერწყმის, ერთი პატარა ხიდია საზღვარი მხოლოდ. ღარში სამშენებლო ნებართვა ონის მუნიციპალიტეტის გაცემულია. ონის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულია შოვის ყბადაღებული გრგ-ც. ონის მუნიციპალტიტეტში, საწყალი, უბრალო ხალხი მუშაობს. ლუკმა-პურის დაკარგვის რომ ეშინინით. რაჭა-ლეჩხუმში აღარაფერია და აღარავინაა, ნორმალური სამუშაო ადგილები და პირობები რომ შექმნას.
შევედი შენობაში და ვითხოვე ონის მერთან, სერგი ხიდეშელეთან შეხვედრა. მერს და მოადგილეებს თათბირი აქვთ და არ სცალიათო. კი ბატონო, საჯარო დაწესებულებაა და არაა საჭირო “დიდი ხალხის” შეწუხება. უბრალოდ, არქიტექტურის სამსახურის თანამშრონელმა ამიხსნას, რატომ გასცეს მშენებლობის ნებართვა მდინარის კალაპოტში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე თქო. პატიოსნად მანახეს დასკვნა. მოვასწარით მე და ლაშამ წაკითხვა. ერთი წინადადება წერია, ღვარცოფულია და ნაპირი გაამაგრეთო. ნაპირი დაახლოებით 20 მეტრის სიგრძეზეა “რაცხანაირად” გამავრებულო. გადაჭრეს ბრობლემა “რიბაკმა” ბიჭებმა. რისი დამცავია ის, არაფრის!
დავამთავრე თუ არა წაკითხვა, რიგითი თანამშრომლის ოთახში, თავად მერი და მისი ძალზედ ოდიოზური “დამრტყმელი, სპორტსმენი ბიჭი” მერის მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი შემოვიდნენ. ვითომ არ იცოდნენ ვინ ვიყავი. საწყლად გაითამაშეს კომუნისტი ფუნქციონერების სცენა. თქვენ ვინ ხართ და რატომ ზიხართ ჩვენი თანამშრომლის მაგიდასთანო ანგარიშს ვკითხულობდი, მივუგე. მოგვმართეთ ოფიციალურად და და ოფიციალურად გაგცემთ პასუხს, რატომ ავაშენეთ ჭალაში საბავშვო ბაღიო. მეო ნებართვის გამცემი ვარ, მშენებელი კი არაო. ეს ნებართვაც და დასკვნები საჯარო უნდა იყოს და ატვირთული ვებგვერდზე . მივხვდი ,რომ იქ კამათს აზრი არ ჰქონდა! ამათთვის მშენებლობა უდრის ფულს და ხალხი და მათი უსაფრთხოება მეასეხარიახოვანია. დასკვნა და კვლევა არ უნდა იმ ფაქტს, რომ საბავშვო ბაღი ჭალაში არ უნდა ააშენო. შოვი 2023 წელს მოხდა!
ახლა, ეს ერთი წლის წინანდელი ლინკი რატომ დავაშეარე? ეს ის ნოდარიშვილია ერთი წლის წინ გზის მეწყერს რომ აპირკეთებდა. ის მონაკვეთი მეწყრულია და ახლაც ტრაქტორებია ზედ, ისევ რაღაცას ამაგრებენ, ოღონდ რას ამაგრებენ არავინ არ იცის!”-წერს თეა გოდოლაძე
თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა - ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, 43 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,...
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ანტონ უპერზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ანტონ უპერი ერთ-ერთია, რომელთან დაკავშირებითაც დღეს განაჩენი გამოცხადდა - ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების...
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს...
ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი“ „ნაცების“ და ახალი „ნაცების“ დაპირისპირება - საგიჟეთი აქვთ, სახალისოა, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი დააკავა, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გარდა ამისა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს,...
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი – www.ekalata.gov.ge წარადგინა. როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე...
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „28 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მრავალშვილიან დედათა ანსამბლ „იავნანას“ მიერ წარმოდგენილი იქნება...
მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს მიმართავს: „გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შრომითი...
2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის...