თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა.
კლინიკის ინფორმაციით, ორსულს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა.
30 წლამდე ქალი კლინიკაში კორონავირუსის გართულებული ფორმებით შეიყვანეს. ოპერაციის შემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაშია.