ქუთაისის მერიიდან იუწყებიან ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიასთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ბუხაიძის 6 ნომერში მცხოვრებ მოსახლოებას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პრობლემები განიხილეს, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს. დავით ერემეიშვილმა და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, ასევე ის სოციალური თუ საბინაო პროექტები, რომელსაც ქუთაისის მერია მომდევნო წელს განახორციელებს.
42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაინულმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური მოჰყვა. წყარო: ტვ პირველი










