ინგლისურ ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „ბუკერის პრემიის“ წლევანდელი გამარჯვებულები კანადელი მარგარეტ ეტვუდი და ბრიტანელი ბერნანდინ ევარისტო გახდნენ. საზეიმო ცერემონია ლონდონში გაიმართა.
ეტვუდმა პრემია რომანისთვის „აღთქმები“ (The Testaments) მიიღო, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების „მხევლის წიგნის“ სიქველია.
We’re delighted to announce that the winners of The #BookerPrize2019 are @MargaretAtwood with The Testaments @ChattoBooks and @BernardineEvari with Girl, Woman, Other @HamishH1931 #FinestFiction https://t.co/SQurx2Ky4u pic.twitter.com/zfyGHQIYaX
— The Booker Prizes (@TheBookerPrizes) October 14, 2019
ევარისტოს ჯილდო ასევე რომანისთვის „გოგო, ქალი, დანარჩენები“ (Girl, Woman, Other) გადაეცა, რომელშიც ავტორი 12 პერსონაჟის ცხოვრების ისტორიებზე ყვება.
BBC-ის ცნობით, გამარჯვებულები 50 000 ფუნტ სტერლინგს გაინაწილებენ, გარდა ამისა ისინი ბუკერის პრემიის ისტორიაში შევლენ: 79 წლის ეტვუდი ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ლაურეატი გახდა, ევარისტო კი პირველი ფერადკანიანი მწერალია, რომელმაც ეს პრემია მიიღო.
ბუკერის პირველი პრემია გაიცა 1969 წელს, რომელიც ენიჭება თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეს, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის.