„არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, ბოლო 3 წლის განმავლობაში, მართვის მოწმობა 40 000-მდე მძღოლს ჩამოერთვა. ამავე მიზეზით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები კი, საერთო ჩამონათვალში, მე-3 ადგილზეა“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის კანონის კიდევ უფრო გამკაცრება და ახალი მაიდენტიფიცირებელი მეთოდების შემოღება კარგი იქნებოდა.
„წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი რისკია, როცა ამდენი ადამიანი საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში ჯდება და კიდევ რამდენია ისეთი, რომლის აღმოჩენაც კონკრეტულ მომენტში ვერ მოხერხდა.