ბაღდათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ. 19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მისი შეყვარებული მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...










