ბაღდათის სოფელ პირველ ობჩაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება – ინფორმაციას ამის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათიც ცნობით 25 სექტემბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საექიმო ამბულატორიაში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის მედიკოსები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ.
“ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში შედის: კარდიოლოგი-2 (ექოსკოპიით), ნევროლოგი, ანგიოლოგი.
სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება 11:00 დან 17:00 საათის ჩათვლით.
პაციენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში