წელს პირველად, ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შესვლას შეძლებენ .
მიმდინარე წლის ტურისტული სეზონისათვის ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ერთი ლოკაცია სრულად გახდა ადაპტირებული და საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მოერგო.
ბათუმის ბულვარმა იზრუნა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ტივტივა ეტლების შეძენაზე. პირველად, შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალება მიეცემათ. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება.
2019 წლის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანაპირო ზოლზე მოეწყო ტივტივა ეტლები, პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე, საპირფარეშო და გამოსაცვლელი.
აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რაც ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას და ხელშეწყობას ემსახურება!
ადაპტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს სსიპ “ბათუმის ბულვარი“ ახორციელებს.