უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, კიდევ უფრო მეტ გათავისუფლებულ ქალაქსა და სოფელში აფრიალდება უკრაინული დროშა.
„ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის კიდევ ერთი კვირა დასრულდა. კვირა, რომლის განმავლობაშიც, მტერს ძალიან უნდოდა, ის განსაკუთრებით მძიმე გაეხადა ჩვენთვის. ეს კვირა მართლაც მძიმე იყო, მაგრამ თავად მისთვის, რუსეთისთვის. დღეს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი ხმა გაერთიანდა ფსევდორეფერენდუმებისა და რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის – უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობის დაგმობით. ამ კვირაში დონბასში უკრაინის კიდევ უფრო მეტი დროშა გამოჩნდა და მათი რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა ზელენსკიმ