უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი ბავშვია. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები. ორ ადგილას, დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა ხანძარიც. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულნი.
გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია 1 პირი
გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ნაზარლოში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 წლის კაცს ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც ის ადგილზე დაიღუპა. ბრალდებული მანქანის სახურავზე აძვრა და...










