“მიუხედავად იმისა, რომ 6 თვის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ველოდით ამერიკის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას, რუსეთის არმიამ მოახერხა ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე, ჩვენ მაინც შეგვიძლია არა მხოლოდ ფრონტის სტაბილიზაცია, არამედ წინსვლა, ომში უკრაინის მიზნების მიღწევა. პირველ რიგში, საჭიროა შორი მოქმედების იარაღი, რომ ოკუპირებული ტერიტორიის არცერთი კუთხე არ იყოს უსაფრთხო ადგილი ოკუპანტისთვის. წელს რუსულმა თვითმფრინავებმა უკვე გამოიყენეს 9 ათასზე მეტი მართვადი ავიაბომბი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები, რომ ჩამოვაგდოთ მათი საბრძოლო თვითმფრინავები, რათა ვერ მიუახლოვდნენ ჩვენს პოზიციებს და საზღვრებს. ეს შესაძლებელია. ისევე, როგორც შესაძლებელია უკრაინის ქალაქების დაცვა რუსული რაკეტებისგან. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება Patriot-ის სისტემები და რაკეტები. უკრაინას სჭირდება, სულ მცირე, 7 ასეთი სისტემა. თქვენ გაქვთ ეს სისტემები და მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა” -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი – პენიტენციური განცხადებას ავრცელებს
2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულმა...










