“აქ ტონობით სისხლია ადამიანების დაქცეული, ესაა სიმბოლო უსამართლობის, დასჯის, წამების და სადიზმის” – გოგი წულაია ქუთაისში ციხის ყოფილი შენობის გასხვისებას ითხოვს.
პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს თავმჯდომარემ დღეს ყოფილ ციხესთან ბრიფინგი გამართა და ციხის ყოფილი შენობის ფუნქციურად დატვირთვა ითხოვა. მან ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შენობის გასხვისებისკენ მოუწოდა.
” აქ ტონობით სისხლია ადამიანების დაქცეული, ესაა სიმბოლო უსამართლობის, დასჯის, წამების და სადიზმის. დაგეგმეთ და გაატარეთ ღონისძიება, ან გაყიდეთ, ან გააჩუქეთ, ან დაანგრიეთ და სკვერი გააკეთეთ მემორიალური დაფით, უსამართლოდ დაღუპული ადამიანების ხსოვნისთის.” – განაცხადა გოგი წულაიამ
ქუთაისის ყოფილი ციხის შენობა უკვე 14 წელია მიტოვებულია და როგორც ადგილობრივები აცხადებენ იგი ანტისანიტარიისა კერაა. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.
ერთედერთი ფუნქციური დატვირთვა, რომელიც ციხის ყოფილმა შენობამ 2005 წლის, გაუქმების, შემდეგ მიიღო 2014 წლის 20 ნოემბერს საერთაშორისო სახელოვნებო პროექტისათვის მოწყობილი გამოფენა “გუბერსკი – ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში” იყო.