პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
“საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ხანდაზმული (60+) პირია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაბერებაზე სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.”-განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგებში მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევები არ ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს და ისინი სისტემურ პრობლემებს უკავშირდება. პრობლემებს შორის აქტუალურია ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა და ამ მიმართულებით სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემების არარსებობა, მძიმე სოციალურ ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბე და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვა.