შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დის, მედეა დევსურაშვილის ფოტოს აქვეყნებს.
„ჩემი გული შენთან ერთად მოკვდა ჩემო გაფრენილო ანგელოზო
არ მიხარია მე ჩემი გადარჩენა არა!!!
ვწუხვარ…“, – წერს ხატია დევსურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს, ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი თითქმის 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ტურისტული ტურის 20 მგზავრიდან 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.