“არ ვიცი რას აპირებს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი” – დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების, მათ შორის ქუთაისის ყოფილი მერის გიორგი თევდორაძის საქმის განხილვა გაიმართება. განსასჯელებს შორის არის ასევე ოპოზიციის ქუთაისელი წარმომადგენელი კახა მაჩიტიძე.
სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გიორგი თევდორაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“დღეს ისევ განსასჯელის სკამზე დავჯდები არ ვიცი რას აპირებს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი. თუმცა ვიცი ორი რამ, ერთი ის, რომ მართალ მხარეს ვარ კარგ ხალხთან ერთად და მეორე ის, რომ ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ბ ო ლ ო მ დ ე!!!”, – წერს გიორგი თევდორაძე.
12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები გია თევდორაძე, ზურაბ კოსტავა და კახა მაჩიტიძე. სასამართლო პროცესი იმავე დღეს ჩაინიშნა, თუმცა გადაიდო და დაკავებულები ადმინისტრაციული წერსით გაათავისუფლეს.
როგორ დააკავეს ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე (+ვიდეო)