ელენა ასათიანი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. მისთვის გაუგებარია რატომ მოუხსნეს შემოსავლის ეს წყარო პენსიაზე დამოკიდებულ ქალს.
ელენე ასათიანს დახმარება 2016 წლიდან შეუწყდა და მას შემდეგ თავის გატანას, შვილთან ერთად მხოლოდ პენსიით ახერხებს, რაც ორი უმუშევარი ადამიანისათვის ძალიან რთულია
სოციალურ სააგენტოში განგვიმარტეს რომ, 2015 წელს ქულების დათვლის წესი შეიცვალა, რაც გახდა ელენე ასათიანისათვის დახმარების შეწყვეტის მიზეზი. მართალია ქალს შემოსავალი არ უფიქსირდება, თუმცა დეკლარაციაში ბევრი პუნქტია, რაც განსაზღვრავს ქულების რაოდენობას, შესაბამისად მან ხელახლა, პუნქტების მიხედვით უნდა გაიაროს საკითხი, განგვიმარტეს სოციალურ სააგნეტოში – იქამდე კი როგორც ჩანს 66 წლის ელენა ასათიანს ისევ პენსიის იმედად მოუწევს ყოფნა.