„არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული. 50 000 დოლარიანი ლაბორატორია ვერ ჩამოიტანეს, რომ რა ხარისხის პირბადე გვაქვს ის შეემოწმებინათ და თქვენ ახლა ვაქცინის ხარისხზე მელაპარაკებით?
შესაბამისად, ჩემი მოთხოვნა და თხოვნა იქნება, რომ ჯობია, მთავრობამ იფიქროს, როგორ დაიწყოს მომზადება ვაქცინაციისთვის და არა საუბარი. დავიღალეთ ამდენი საუბრებით, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. გამოდით კაბინეტებიდან და რეგიონებში ნახეთ რა ხდება.
რაც შეეხება ვაქცინას, ჩვენ უნდა დაველოდოთ კოვაქსის ვაქცინას და უნდა დაველოდოთ ჯანმოს, რომ გვითხრან, ეს ვაქცინა და ეს წამალია რეკომენდირებულიდა მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა შემოვიდეს, სხვა შემთხვევაში არა. ვისაც გაქვთ ინტერესი, ნუ გააკეთებთ ამ შეცდომას, დაელოდეთ ჯანმოსრეკომენდაციას, არ აჩქარდეთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველთან“.