არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს
ბრძანება N 95
სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი
(05.11.2025)
სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი









