საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოში 8 მედალი მოიპოვა. 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი ქართველმა სპორტსმენებმა სამშობლოში ჩამოიტანეს.
დღეს თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან შეხვედრა 5:7 დათმო და ეს შანსი ვერ გამოიყენა.
კარატისტთა შეჯიბრზე გოგიტა არქანიამ ჯგუფური ეტაპის 4 შეხვედრიდან 2 მოიგო, რაც ნახევარფინალში გადასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
არსებული მონაცემებით, საქართველო მედლების რაოდენობით, 205 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა.