როდესაც აიცრება მოსახლეობის 60-70% და ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შესაძლებელია იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მაგრამ პირბადის ხმარება და შესაბამისად სხვა შეზღუდვების მოხსნა, რასაც ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ვუწოდებთ, ამას ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება. მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა გამყრელიძემ.