ამერიკაში , 2008 წლის რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის გასაპროტესტებლად ემიგრაციაში მყოფი ქართველები ქართული დროშებითა და ანტისაოკუპაციო პოსტერებით Columbus Circle -სთან შეიკრიბნენ.
“სპეციალურად აქციისთვის ჰამპტონებიდან ჩამოვედი. ძალიან მაგარი ხალხი, გულანთებული პატრიოტები ვიდექით დღეს, წვიმაში, Columbus Circle-თან და ვაპროტესტებდით ოკუპაციას. გამვლელები გვიყურებდნენ გაკვირვებულები, რას აკეთებენ ეს გიჟები ამ წვიმაშიო.
ბარტყებივით ვიყავით შეყუჟულები ქოლგების ქვეშ და ერთმანეთს ვამხნევებდით. 20 კაცის ერთად დგომაც უკვე საქმეა.
ნიუ-იორკიდან ხმას ვაწვდენთ მსოფლიოს, რომ #რუსეთიოკუპანტია.
დიდება გმირებს! ” – წერს ერთ-ერთი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.